ესეც ლექსი ახალ წელზე! მალე ახალი წელი მოვა და რავი აბა დავდე მაინც ............ თოვლის პაპის ნათქვამი
ცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან-ჭახანი! მაღალი ნაძვის მწვანედ ღაღანი, მწვანე ნაძვივით რწმენა მაღალი, რომ ამ მიწაზე აღარ იქნება წყარო დამშრალი, ნერგი გამხმარი. გულს გაგვიხარებს შრომის სიმღერა, წარმატებები ახალ-ახალი და საქართველო გახდება მალე მართლაც ზღაპრული მხარე ბაღნარი!
ეს არის თქმულება ფერეიფნელებზე! მოუშუშებელი ჭრილობა
ქართველების ფერეიდანში გადასახლებიდან ოცდათვრამეტი წელი გავიდა. წამოიზარდნენ პატარა ფერეიდნელი ბიჭები... წამოიზარდნენ და ყველაზე გულადებმა საქართველოში გაპარვა გადაწყვიტეს. აპრილის ერთ ღამეს 164 რჩეული ვაჟკაცი დაადგა საქართველოს გზას. მხედრებს ერთი ბიჭიც აედევნა. არავინ იცის, საიდან გაიგო მათი საიდუმლო სამზადისი.
- ბალღო! გზა შორია და სახიფათო, დაგვეხსენ, გაგიჭირდებაო, - უთხრეს; ხან გაუჯავრდნენ, ხან დაუყვავეს, ეხვეწნენ, ეხაციცნენ. ვერ მოიშორეს.
- თორმეტისა ვარ, რაღა დროს ჩემი პატარობაა. არ წამიყვანთ და თვითონაც კარგად გავიგნებ გზასაო. - გაჯიუტდა პატარა იოთამი. გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ცხენზეც რომ მარჯვე მხედარივით იჯდა?!
ღამით მიდიოდნენ, დღისით ტყეში იმალებოდნენ. - ემანდ ავთვალმა და მდევარმა არ შეგვნიშნოსო. - შორია გურჯისტანამდე? - კითხულობდა წარამარა იოთამი. ხან კი ყველაზე მაღალ ხეს კენწეროზე მოექცეოდა - ეგება საქართველო დავინახოო.
ავტორი: გვანცა ჯობავა სათაური: აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო ჟანრი: თარგმანი გამომცემლობა: ელფის გამომცემლობა გამოცემის წელი: 2008 მაღაზია: თბილისის წიგნის მაღაზიები თაბახი: ფასი: 30 ლარი მოკლე ანოტაცია: ამერიკელი მოგზაურის, რობერტ რიპლის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მოგზაურობის ამსახ�
ეს არის ქართული ანდაზები! ანდაზები აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო. ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო. ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო. ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო. ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო. ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს. არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო. გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო. გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო. გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო. დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო. დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო. დროზე მთესველი დროზე მოიმკისო. ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო. ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო. ერთმა ტალახი
... მეტის წაკითხვა>>