ორშაბათი, 2024-11-25, 10:55 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3432

მთავარი » აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

ანდერძი ჩემს შვილს

გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე,
რაც უნდა ჭირში ჩავარდე,
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინნავარდე!

ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდვე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.

მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!

აი, ეს არის ამქვეყნად
შვება და ბედნიერება
და უკვდავების მარადი,
უჭკნობი ბედნიერება!
1909

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 2529 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (1)


ეს აკაკის ბიოგრაფია!
აკაკი წერეთელი 



ერთ დღეს, იმერეთში, სოფელ სხვიტორში, თავად როსტომ წერეთლის სასახლეში დაიბადა „ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა“ ბიჭი. ეს იყო აკაკი.

ადრე საქართველოში ერთი ჩვეულება არსებობდა: მეფეები და მთავრები შვილებს ერისმთავრებს აზრდევინებდნენ, დიდებულები – აზნაურებს, აზნაურები და, ხშირად, თავადებიც კი – გლეხებს. ეს გაზრდილ-გამზრდელობა სხვადასხვა წოდებას მეტად აახლოებდა და ქვეყანაში მაღალ და დაბალ წოდებას შორის, სწორედ ამ ჩვეულების წყალობით, კეთილგანწყობილება და სიყვარული სუფევდა.

პატარა აკაკიც მეზობელ სოფელში, გლეხ ფარსადან ყანჩაველს მიაბარეს აღსაზრდელად. „არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ თუკი რამე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“, - ამბობს თავად აკაკი. გლეხებისაგან მან ისწავლა გულმოდგინე, შრომა, გარჯა, სხვადასხვა საქმე: ხვნა, თესვა, მკა... მაგრამ როცა მოიზა ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 9606 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (21)


ესეც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პოემა ჩვენი საიტის მომხმარებლებს ჩემგან! :* :* :* ძაან მაგარია! გადაწერეთ და კომენტები დატოვეთ!
გადმოწერა
კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 3271 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-11 | კომენტარი (2)



ეს არის ძაან მაგარი მოთხრობა, სახელა ”პატრიოტის აღსარება”.  ჯერ სახელზე ეტყობა, რომ ძაან მაგარია. აბა ვიწერთ ყველა კომენტარები არ დაგავიწყდეთ. 

გადმოწერა



კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 1600 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-09 | კომენტარი (1)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
Guests: 2
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz