ორშაბათი, 2024-11-25, 10:42 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3432

მთავარი » სხვა.

ესეც ლორთქიფანიძეს ნოველები!
გული

მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 24608 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-19 | კომენტარი (34)


 მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია! გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღეში საიტის ჯგუფი იწყებს ახალი სპორტული გაზეთის Sport+3 -ს დაფინანსებას! გთხოვთ შეიძინოთ ჟურნალი! დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ სკაიპში! jambera გმადლობთ ყურადღებისთვის!
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 1808 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-10 | კომენტარი (0)


ეს არის რამოდენიმე ხალხური ლექსი! წაიკითხეთ აუცილებლად მოგეწონებათ!
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!
 
   კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან - 
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

 თამარ მეფე და ხონთქარი

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 64053 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (153)


ოტია იოსელიანი
ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი

ვიარე და ვიარე. ცხრა მთა გადავიარე და ერთ ქალაქს მივადექი. პაპანაქება იდგა, პირდაპირ ტვინი ამიდუღდა. ქუჩებში მაინცდამაინც არავინ ჩანდა, ალბათ სიცხეს ემალებოდნენ. 

ერთი დიდი შენობის წინ, გზის გადმოღმა ტოტებგაჯაჯღულ ხეს შევაფარე თავი. გალია მაღლა შემოვდგი, მტვრიან ბალახზე ჩავჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. ვზივარ, ვისვენებ და თვალს ვალევნებ, რა ხალხია, რა უჭირთ და რა ულხინთ. ვიღაც ფაშფაშა ქალი ვეება კალათს მოათრევს. ვიღაც ჭარმაგი კაცი სახლების ჩრდილებს მიჰყვება, რომ მზემ დაალხოს. 

წეღან ქალაქის შემოსასვლელში წყალი დავლიე, რაღაცა ხმიადიც მქონდა, სული ჩავიბრუნე, მტრედებიც დავაპურე და ახლა გრილოში რომ ფეხი მოვირთხი, ჩამთვლიმა კიდეც, ქუჩის მოსახვევს იქით, ბიჭების კინკლაობის თუ ჩხუბის და ყიჟინის ხმა მომესმა. აქაური ბავშვები ნეტავ რაზე დაობენ-მეთქი - თვალები დავაჭყიტე. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა, მაგრამ ხინჩალაზე მივხვდი, ვიღაცა ვიღაცას საშველს არ აძლევს.  ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 3992 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (0)

                            ეს არის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა! 
ჩემი წარმომავლობა

 

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. 

წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, მერე - თვითონ ჭალა, მერე - რიყე და რიყეში - ცისფერი ყაჭივით წაღებული იორი. 

ფერდობში ახლა კომშები, ქლიავები, ალუბლები და პატარა კაკლები დგას, ადრე კი, ჩემს ბავშვობაში, თელები, მუხები, ხეშავები და ბებერი წნორები იდგა. წნორები არხის ნაპირას იყო გაყოლიებული, იმათი ტოტები მეორე ნაპირზე გადადიოდა. არხი დიდი იყო, წმინდა წყლით გალიცლიცებული, წყალი ტანად კაცს საცვლის უბემდე სწვდებოდა. ზაფხულობით, ცხელ დღეებში, ბანაობდნენ არამარტო ბავშვები, დიდებიც - კაცებიც და ქალებიც. ქალები საღამო ხანზე შებინდებულში, თანაც ტანსაცმლიანები, ხმაურით - წყლის დგაფუნით და შეკივლებებით. ბანაობის შემდეგ შემცოდეებივით სახემორიდებულნი გარბოდნენ თავთავი ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 4468 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (2)


ესეც ლექსი ახალ წელზე! მალე ახალი წელი მოვა და რავი აბა დავდე მაინც ............
თოვლის პაპის ნათქვამი

ცეკვით, სიმღერით,
სიცილ-კისკისით
მომილოცია
ახალი წელი!
მომაქვს ციგები,
მომაქვს გუნდები,
მაჭახელების
ჭახან-ჭახანი!
მაღალი ნაძვის
მწვანედ ღაღანი,
მწვანე ნაძვივით
რწმენა მაღალი,
რომ ამ მიწაზე
აღარ იქნება
წყარო დამშრალი,
ნერგი გამხმარი.
გულს გაგვიხარებს
შრომის სიმღერა,
წარმატებები
ახალ-ახალი
და საქართველო
გახდება მალე
მართლაც ზღაპრული
მხარე ბაღნარი!


კატეგორია: სხვა. | ნანახია: 3859 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (0)


ეს არის თქმულება ფერეიფნელებზე!
მოუშუშებელი ჭრილობა

ქართველების ფერეიდანში გადასახლებიდან ოცდათვრამეტი წელი გავიდა. წამოიზარდნენ პატარა ფერეიდნელი ბიჭები... წამოიზარდნენ და ყველაზე გულადებმა საქართველოში გაპარვა გადაწყვიტეს. აპრილის ერთ ღამეს 164 რჩეული ვაჟკაცი დაადგა საქართველოს გზას. მხედრებს ერთი ბიჭიც აედევნა. არავინ იცის, საიდან გაიგო მათი საიდუმლო სამზადისი.

- ბალღო! გზა შორია და სახიფათო, დაგვეხსენ, გაგიჭირდებაო, - უთხრეს; ხან გაუჯავრდნენ, ხან დაუყვავეს, ეხვეწნენ, ეხაციცნენ. ვერ მოიშორეს.

- თორმეტისა ვარ, რაღა დროს ჩემი პატარობაა. არ წამიყვანთ და თვითონაც კარგად გავიგნებ გზასაო. - გაჯიუტდა პატარა იოთამი. გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ცხენზეც რომ მარჯვე მხედარივით იჯდა?!

ღამით მიდიოდნენ, დღისით ტყეში იმალებოდნენ. - ემანდ ავთვალმა და მდევარმა არ შეგვნიშნოსო. - შორია გურჯისტანამდე? - კითხულობდა წარამარა იოთამი. ხან კი ყველაზე მაღალ ხეს კენწეროზე მოექცეოდა - ეგება საქართველო დავინახოო.

... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 2126 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (0)


ეს მოთხრობა არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად სევდიანი! გადაწერეთ და წაიკითხეთ.
გადმოწერა

კატეგორია: სხვა. | ნანახია: 5157 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-09 | კომენტარი (2)


ეს არის ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა.
P.S რომ გადაწერთ გახსენით (microsoft office word) - ის მეშვეობით. კომენტარები არ დაგავიწყდეთ.
გადმოწერა
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 9256 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-09 | კომენტარი (22)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz