ესეც კიდევ ერთი ბიოგრაფია! ჩემი საყვარელი პოეტის ბიოგრაფიაა! ნიკოლოზ ბარათაშვილის!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
(1817-1845)
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ ატისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.
1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია
...
მეტის წაკითხვა>>