მთავარი » 2008 » დეკემბერი » 6 » აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან
აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან
8:33 AM
აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. დგომა მგზავრისა ცთომაა. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია! კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია! კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა! კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა. მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია! რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა, რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა! სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა. სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. სხვა სხვისა ომსა ბრძენია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს. ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
კატეგორია: ანდაზები და აფორიზმები |
ნანახია: 11160 |
დაამატა: geo-lit
| რეიტინგი: 4.5/47 |
- შეფასება -
შესანიშნავი
კარგი
ნორმალური
ცუდი
საშინელი
სულ კომენტარი: 15 1 2 »
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
15
mariami
(2015-03-24 1:48 PM)
0
romeli avirchio??????
14
mariami
(2015-03-24 1:47 PM)
0
romeli avirchio???
13
giorgi
(2014-03-03 11:17 PM)
0
MAGARIA DZAAN
12
lizi
(2013-08-02 11:37 AM)
0
MAGARIA VEFXVIS TYAOSANI:D:D:D:D:D:D:d::D:D:D:D:D:
11
lizi
(2013-08-02 11:35 AM)
0
magaria da zan saintereso
10
ani
(2011-10-12 9:33 AM)
0
magaria shotas vefxvistyaosani dzaan...
9
salo
(2011-05-18 5:18 PM)
0
dz magaria
8
temo
(2011-05-18 3:49 PM)
0
magaria dzalian sg avtor
7
vika
(2011-05-18 10:50 AM)
0
zan magaria
6
ლალიკო
(2011-05-11 4:06 PM)
0
კარგია მომწონს
1-10 11-15
» საიტის მეგობრები
<a target="_top" href="//counter.top.ge/cgi-bin/showtop?27376">
<img src="//counter.top.ge/cgi-bin/count?ID:27376+JS:false" border="0" alt="TOP.GE"></a>
<a target="_top" href="//counter.top.ge/cgi-bin/showtop?26515">
<img src="//counter.top.ge/cgi-bin/count?ID:26515+JS:false" border="0" alt="TOP.GE"></a>
» სტატისტიკა
სულ ონლაინში: 6
Guests: 6
მომხმარებელი: 0