ორშაბათი, 2024-11-25, 10:36 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3432

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 04

ესეც კიდევ ერთი ბიოგრაფია! ჩემი საყვარელი პოეტის ბიოგრაფიაა! ნიკოლოზ ბარათაშვილის!
ნიკოლოზ ბარათაშვილი 
(1817-1845)



ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ ატისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.

1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: ნიკოლოზ ბარათაშვილი | ნანახია: 9833 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (28)


დღეს ბიოგრაფიების დღეა და აი გალაკტიონის ბიოგრაფია!
გალაკტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში. 

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები. 

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან. 

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივ ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 27470 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (72)


ესეც იაკობ გოგებაშვილის გეოგრაფია!
იაკობ გოგებაშვილი



„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. მას ძალიან უყვარდა ღმერთი და ერთგულად ემსახურებოდა მას. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვ ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: იაკობ გოგებაშვილი | ნანახია: 5844 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (8)


ეს აკაკის ბიოგრაფია!
აკაკი წერეთელი 



ერთ დღეს, იმერეთში, სოფელ სხვიტორში, თავად როსტომ წერეთლის სასახლეში დაიბადა „ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა“ ბიჭი. ეს იყო აკაკი.

ადრე საქართველოში ერთი ჩვეულება არსებობდა: მეფეები და მთავრები შვილებს ერისმთავრებს აზრდევინებდნენ, დიდებულები – აზნაურებს, აზნაურები და, ხშირად, თავადებიც კი – გლეხებს. ეს გაზრდილ-გამზრდელობა სხვადასხვა წოდებას მეტად აახლოებდა და ქვეყანაში მაღალ და დაბალ წოდებას შორის, სწორედ ამ ჩვეულების წყალობით, კეთილგანწყობილება და სიყვარული სუფევდა.

პატარა აკაკიც მეზობელ სოფელში, გლეხ ფარსადან ყანჩაველს მიაბარეს აღსაზრდელად. „არ შემიძლია, არ გამოვტყდე, რომ თუკი რამე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ვიზრდებოდი“, - ამბობს თავად აკაკი. გლეხებისაგან მან ისწავლა გულმოდგინე, შრომა, გარჯა, სხვადასხვა საქმე: ხვნა, თესვა, მკა... მაგრამ როცა მოიზა ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 9606 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (21)


ეს არის ლადო ასათიანის ბიოგრაფია!
ლადო ასათიანი
1917-1943



ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესი ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: ლადო ასათიანი | ნანახია: 21082 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (81)

www.geo-lit.tk  
საიტი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის! საიტი კვლავ  აღდგენილია და ძვლებურად განაგრძობს მუშაობას!
    გმადლობთ :*
  
ნანახია: 1477 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (0)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz