ორშაბათი, 2024-11-25, 12:34 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3432

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 6 » მოუშუშებელი ჭრილობა
მოუშუშებელი ჭრილობა
5:06 PM

ეს არის თქმულება ფერეიფნელებზე!
მოუშუშებელი ჭრილობა

ქართველების ფერეიდანში გადასახლებიდან ოცდათვრამეტი წელი გავიდა. წამოიზარდნენ პატარა ფერეიდნელი ბიჭები... წამოიზარდნენ და ყველაზე გულადებმა საქართველოში გაპარვა გადაწყვიტეს. აპრილის ერთ ღამეს 164 რჩეული ვაჟკაცი დაადგა საქართველოს გზას. მხედრებს ერთი ბიჭიც აედევნა. არავინ იცის, საიდან გაიგო მათი საიდუმლო სამზადისი.

- ბალღო! გზა შორია და სახიფათო, დაგვეხსენ, გაგიჭირდებაო, - უთხრეს; ხან გაუჯავრდნენ, ხან დაუყვავეს, ეხვეწნენ, ეხაციცნენ. ვერ მოიშორეს.

- თორმეტისა ვარ, რაღა დროს ჩემი პატარობაა. არ წამიყვანთ და თვითონაც კარგად გავიგნებ გზასაო. - გაჯიუტდა პატარა იოთამი. გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ცხენზეც რომ მარჯვე მხედარივით იჯდა?!

ღამით მიდიოდნენ, დღისით ტყეში იმალებოდნენ. - ემანდ ავთვალმა და მდევარმა არ შეგვნიშნოსო. - შორია გურჯისტანამდე? - კითხულობდა წარამარა იოთამი. ხან კი ყველაზე მაღალ ხეს კენწეროზე მოექცეოდა - ეგება საქართველო დავინახოო.

ერთხელ, შებინდებისას, ტყიდან გამოვიდნენ თუ არა, მდევარს მაინც გადააწყდნენ, თავდასხმა სასტიკი და უეცარი იყო. ქართველებმა ისღა მოასწრეს, იოთამს ისევ ტყეში უკრეს თავი - შინ ამბავს მაინც ჩაიტანო; თვითონ კი ხმალდახმალ გადაეშვნენ უთვალავ ირანელებში. გადაეშვნენ და ერთიანად შეაკვდნენ მტერს.

გამარჯვებულ ირანელთა მხედრობა თვალს მიეფარა. ბავშვური უძლურებითა და ბოღმით ატირებული იოთამი დიდხანს გაჰყურებდა მიმავლებს, მერე მათრახიანი მუშტი მოუღერა. ეტყობოდა, სანამ პირში სული ედგა, ეგრე ადვილად არ დასთმობდა სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრსა...

ფერეიდნელებმა ღირსეულად იგლოვეს დაღუპულები. მერე სოფელ ზემო მარტყოფში ძეგლი აუგეს. უზარმაზარ ქვის ლოდზე ამოკვეთეს წარწერა: „1654-სა წელსა, 17 აპრილისა თვესა ფერეიდნიდან მომავალი ქართველები, სამშობლოსაკენ, 165 ქართველი. შუღლი გავუწიეთ ირანელებს. ყველა დავიღუპეთ. შენდობა გვითხარით. უფალო, იხსენ ქრისტიანები“.

ამ ძეგლთან ყოველი წლის 17 აპრილს იკრიბებიან ფერეიდნელები. უფროსების ხელმძღვანელობით იმართება ბავშვების შეჯიბრი. ჯოხის ცხენებზე ამხედრებული 165 ბიჭი გამალებით მიეშურება დანიშნული ადგილისაკენ, რომელსაც „დედასაქართველოს“ უწოდებენ. იქ დევს უზარმაზარი ნაზუქი. მასზე ჯვარია გამოსახული. ეს ნაზუქი სიმბოლურად ვითომ საქართველოა. მანძილი ხუთასი მეტრია. რომელი პატარა „მხედარიც“ პირველი მივა ნაზუქთან, ის ითვლება დედასამშობლოში - საქართველოში მისულად. მაყურებლები მიესევიან გამარჯვებულს, გარს ეხვევიან, კოცნიან, „აყოლებენ“ საქართველოს ამბებს. შეჯიბრებაში გამარჯვებული ბიჭი იმ წელს მთელ ფერეიდანში საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. შეჯიბრების მონაწილე ყველა ბიჭი აუცილებლად თორმეტი წლისა უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ სამშობლომოწყურებული იმ 165 ქართველ მხედარში ასაკით ყველაზე უმცროსი თორმეტი წლისა იყო. ეს სახალხო სანახაობა არა მარტო იმ დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფაა, არამედ სამშობლოწართმეულთა ტკივილია, დედასამშობლოსკენ ორაგულივით მარადიული სწრაფვაა, მამულიშვილური სულისკვეთებით აღზრდის ჩინებული საშუალებაა. იგი მიწყივ მოუწოდებს ფერეიდნელებს: გახსოვდეთ სანატრელი საქართველო! ეცადეთ დედასამშობლოში დაბრუნებას!
ღმერთს ებარებოდეთ, ქართველებო.

ჟურნალი „ღმერთს ებარებოდეთ“, თბილისი, 2003

კატეგორია: სხვა. | ნანახია: 2127 | დაამატა: geo-lit | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
Guests: 6
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz