ეს არის ჩემი ლექსი! მიდით, შემოფასეთ. მიგორავდა ურემი
მიგორავდა ურემი, შიგნით იყო საქართველო და ცხოვრების ნუგეში. მოჩანს ღრუბელი, და თან ვრწმუნდები, რომ საქართველოა ჩემი ნუგეში. მოჩანს ქსანი და არაგვი, გადაღლილი ღაღადით და ცხოვრების ამ წამში შთანთქავს როგორც წამალი. ქართული პური,ქართული ღვინო, ქართული სული,ქართული რწმენა, რაღა ვინატრო ამაზე მეტი, როცა ურემზე მიწყვია ყველა. გარშემო მარტყავს დედფლის წყარო, დავით გარეჯი და მთაწმინდა, გარშემო მარტყავს თვით საქართველო, მივდივარ გზაზე და მიხარია. როცა მივდივარ თან მაგონდება, ჩემი სიყრმე და მეგრული ნანა, თან მაგონდება ჩემი ბავშვობა, ნაზი სიმართლის, სინათლის ხანა. სვანეთი, ყაზბეგი მთით შემოსილი საქართველოს რომ გარედან აკრავს, საამაყოა ძალიან რადგან ასეთი განძი არსად არა არს!
აქ არის სალომეს ორი ლექსი და ორივე სიყვაულს ეხება !! მერწმუნეთ მოგწონებათ. საღოლ სალო! შენი კოცნა შენი თვალები თავში დამსდევს ერთი აზრი, მენატრება შენი სახე, ვერ გავუგე შინაარსი. ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, ვერ დავხატე გრძნობის ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. ყალბი გახდა ყველაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ზურგით მიდგას ბედისწერა. ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. ... მეტის წაკითხვა>>