ავტორი: ინგმარ ბერგმანი სათაური: გულახდილი საუბრები ჟანრი: რომანი გამომცემლობა: არენა პრინტი გამოცემის წელი: 2008 მაღაზია: თბილისის წიგნის მაღაზიები თაბახი: ფასი: 6 ლარი მოკლე ანოტაცია: ცნობილი რეჟისორის რომანის პირველი თარგმანი შვედურიდან. ნატო კვარაცხელია
ვიარე და ვიარე. ცხრა მთა გადავიარე და ერთ ქალაქს მივადექი. პაპანაქება იდგა, პირდაპირ ტვინი ამიდუღდა. ქუჩებში მაინცდამაინც არავინ ჩანდა, ალბათ სიცხეს ემალებოდნენ.
ერთი დიდი შენობის წინ, გზის გადმოღმა ტოტებგაჯაჯღულ ხეს შევაფარე თავი. გალია მაღლა შემოვდგი, მტვრიან ბალახზე ჩავჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. ვზივარ, ვისვენებ და თვალს ვალევნებ, რა ხალხია, რა უჭირთ და რა ულხინთ. ვიღაც ფაშფაშა ქალი ვეება კალათს მოათრევს. ვიღაც ჭარმაგი კაცი სახლების ჩრდილებს მიჰყვება, რომ მზემ დაალხოს.
წეღან ქალაქის შემოსასვლელში წყალი დავლიე, რაღაცა ხმიადიც მქონდა, სული ჩავიბრუნე, მტრედებიც დავაპურე და ახლა გრილოში რომ ფეხი მოვირთხი, ჩამთვლიმა კიდეც, ქუჩის მოსახვევს იქით, ბიჭების კინკლაობის თუ ჩხუბის და ყიჟინის ხმა მომესმა. აქაური ბავშვები ნეტავ რაზე დაობენ-მეთქი - თვალები დავაჭყიტე. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა, მაგრამ ხინჩალაზე მივხვდი, ვიღაცა ვიღაცას საშველს არ აძლევს. ... მეტის წაკითხვა>>
ეს არის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა! ჩემი წარმომავლობა
ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს.
წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, მერე - თვითონ ჭალა, მერე - რიყე და რიყეში - ცისფერი ყაჭივით წაღებული იორი.
ფერდობში ახლა კომშები, ქლიავები, ალუბლები და პატარა კაკლები დგას, ადრე კი, ჩემს ბავშვობაში, თელები, მუხები, ხეშავები და ბებერი წნორები იდგა. წნორები არხის ნაპირას იყო გაყოლიებული, იმათი ტოტები მეორე ნაპირზე გადადიოდა. არხი დიდი იყო, წმინდა წყლით გალიცლიცებული, წყალი ტანად კაცს საცვლის უბემდე სწვდებოდა. ზაფხულობით, ცხელ დღეებში, ბანაობდნენ არამარტო ბავშვები, დიდებიც - კაცებიც და ქალებიც. ქალები საღამო ხანზე შებინდებულში, თანაც ტანსაცმლიანები, ხმაურით - წყლის დგაფუნით და შეკივლებებით. ბანაობის შემდეგ შემცოდეებივით სახემორიდებულნი გარბოდნენ თავთავი
... მეტის წაკითხვა>>