პარასკევი, 2024-04-26, 4:05 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3423

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 07

ავტორი: ინგმარ ბერგმანი 
სათაური: გულახდილი საუბრები 
ჟანრი: რომანი 
გამომცემლობა: არენა პრინტი 
გამოცემის წელი: 2008 
მაღაზია: თბილისის წიგნის მაღაზიები 
თაბახი: 
ფასი: 6 ლარი 
მოკლე ანოტაცია: ცნობილი რეჟისორის რომანის პირველი თარგმანი შვედურიდან. 
ნატო კვარაცხელია

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 4252 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (1)


ეს არის რამოდენიმე ხალხური ლექსი! წაიკითხეთ აუცილებლად მოგეწონებათ!
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!
 
   კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან - 
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

 თამარ მეფე და ხონთქარი

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 60897 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (153)


ოტია იოსელიანი
ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი

ვიარე და ვიარე. ცხრა მთა გადავიარე და ერთ ქალაქს მივადექი. პაპანაქება იდგა, პირდაპირ ტვინი ამიდუღდა. ქუჩებში მაინცდამაინც არავინ ჩანდა, ალბათ სიცხეს ემალებოდნენ. 

ერთი დიდი შენობის წინ, გზის გადმოღმა ტოტებგაჯაჯღულ ხეს შევაფარე თავი. გალია მაღლა შემოვდგი, მტვრიან ბალახზე ჩავჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. ვზივარ, ვისვენებ და თვალს ვალევნებ, რა ხალხია, რა უჭირთ და რა ულხინთ. ვიღაც ფაშფაშა ქალი ვეება კალათს მოათრევს. ვიღაც ჭარმაგი კაცი სახლების ჩრდილებს მიჰყვება, რომ მზემ დაალხოს. 

წეღან ქალაქის შემოსასვლელში წყალი დავლიე, რაღაცა ხმიადიც მქონდა, სული ჩავიბრუნე, მტრედებიც დავაპურე და ახლა გრილოში რომ ფეხი მოვირთხი, ჩამთვლიმა კიდეც, ქუჩის მოსახვევს იქით, ბიჭების კინკლაობის თუ ჩხუბის და ყიჟინის ხმა მომესმა. აქაური ბავშვები ნეტავ რაზე დაობენ-მეთქი - თვალები დავაჭყიტე. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა, მაგრამ ხინჩალაზე მივხვდი, ვიღაცა ვიღაცას საშველს არ აძლევს.  ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 3954 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (0)

                            ეს არის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა! 
ჩემი წარმომავლობა

 

ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. 

წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, მერე - თვითონ ჭალა, მერე - რიყე და რიყეში - ცისფერი ყაჭივით წაღებული იორი. 

ფერდობში ახლა კომშები, ქლიავები, ალუბლები და პატარა კაკლები დგას, ადრე კი, ჩემს ბავშვობაში, თელები, მუხები, ხეშავები და ბებერი წნორები იდგა. წნორები არხის ნაპირას იყო გაყოლიებული, იმათი ტოტები მეორე ნაპირზე გადადიოდა. არხი დიდი იყო, წმინდა წყლით გალიცლიცებული, წყალი ტანად კაცს საცვლის უბემდე სწვდებოდა. ზაფხულობით, ცხელ დღეებში, ბანაობდნენ არამარტო ბავშვები, დიდებიც - კაცებიც და ქალებიც. ქალები საღამო ხანზე შებინდებულში, თანაც ტანსაცმლიანები, ხმაურით - წყლის დგაფუნით და შეკივლებებით. ბანაობის შემდეგ შემცოდეებივით სახემორიდებულნი გარბოდნენ თავთავი ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 4421 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-07 | კომენტარი (2)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz