სამშაბათი, 2024-11-26, 2:00 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3432

მთავარი » გალაკტიონ ტაბიძე

აქ არის გალაკტიონის რამოდენიმე კარგი ლექსი!
ისევ ახალგაზრდობას

ცხოვრების გზაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გვმართებს -
აი, რა არის მთავარი.

რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს, აი, რა,
აი, რა არის მთავარი.

მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს, ესაა მთავარი.

თუ ადამიანს გეტყვიან -
მასზე ძვირფასი რა არის,
სახელი ადამიანის -
აი, რა არის მთავარი.

გეკაფოსთ - რაც უღრანია,
აგევსოთ - რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო - უმთავრესია.


იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

ბუმბერაზ ზღვის კიდე,
ცის კიდე,
ომია, ღელვა თუ სიმშვიდე,
იდიდე, იდიდე, იდიდე!

იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე -
წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე,
დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე -
იდიდე, იდიდე, იდიდე!

მრავალ წელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე,
იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე!
ჩანგე ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 11135 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-23 | კომენტარი (24)


დღეს ბიოგრაფიების დღეა და აი გალაკტიონის ბიოგრაფია!
გალაკტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში. 

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები. 

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან. 

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივ ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 27473 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (72)


ესეც მორიგი პატრიოტული ლექსი ჩვენი საიტის ადმინისტარციისგან! ისე ამ კაცზე ამბობენ, რომ მასზე დიდი და ნიჭიერი პოეტი არ არსებობდაო!!! შეიძლება მართალია, მაგრამ მე ბარათაშვილი ყველას მირჩევნია! :* :* :*
გადმოწერა
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 2935 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-11 | კომენტარი (1)


ეს არის გალაკტიონის ულამაზესი ლექსი ის უმღეის პოეზიას!
   
გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა! 

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა! 

სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა! 

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 4878 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-11-11 | კომენტარი (8)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz