ხუთშაბათი, 2024-03-28, 5:25 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3418

მთავარი » 2008 » დეკემბერი » 7 » ხალხური ლექსები
ხალხური ლექსები
8:28 AM

ეს არის რამოდენიმე ხალხური ლექსი! წაიკითხეთ აუცილებლად მოგეწონებათ!
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!
 
   კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან - 
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

 თამარ მეფე და ხონთქარი

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.

 თხას უთხრეს

თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.
იმას რომ დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.

შავლეგო

შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

სერზე მიდის სამი მგელი

სერზე მიდის სამი მგელი,
ტუჩმოკლე და კუდაგრძელი,
ერთმანეთს ეუბნებიან:
„ჭალას არის ლურჯა ცხენი,
ერთმა თავსა დავურბინოთ,
ორმა გავას გავკრათ ხელი,
პატრონს კაცი გავუგზავნოთ,
ნუღარ უნდა ბზე და ქერი.
მოდი, ნალები წაიღე,
წალდი გამოგივა მჭრელი,
ძუა-ფაფარი წაიღე,
საცერი დაგეწვნის სქელი.“

ეს არის პატარა ლექსები

* * * 

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა. 

* * * 

არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა. 

* * * 

ეკლის ადგილზე ამოსვლა
ეკლისა არის წესია
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია. 

* * * 

კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა. 
* * * 

წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია. 

* * * 

წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?

კატეგორია: სხვა. | ნანახია: 59761 | დაამატა: geo-lit | რეიტინგი: 4.1/131 |
სულ კომენტარი: 1531 2 3 ... 15 16 »
153 ურ მომ  
0
გუგუგაგა

152 OJIisnab  
0
loooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool

o

151 გიორგი  
0
ჰმაგარია ტო

150 mariami  
0
vau

149 mariami  
0
magaria poezia

148 giogiogigoigo  
0
auuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu
zogi debilobaa

147 giogiogigoigo  
0
magar

146 giogiogigoigo  
0
magariaaaa
caaan

145 tako  
0
მომეწონა რამოდენიმე ლექსი მაგრამ უფრო გრძლი მინდოდა

144 zura  
0
magariaaaaaaaaaaaaaaaaaa

1-10 11-20 21-30 ... 141-150 151-153
სახელი *:
Email *:
კოდი *:
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz