სამშაბათი, 2024-04-23, 3:21 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3422

მთავარი » ანდაზები და აფორიზმები

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, 
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: ანდაზები და აფორიზმები | ნანახია: 11049 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (15)


ეს არის ქართული ანდაზები! 
ანდაზები
აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. 
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. 
აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო. 
ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო. 
ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო. 
ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო. 
ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო. 
ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს. 
არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო. 
გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო. 
გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო. 
გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო. 
დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო. 
დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო. 
დროზე მთესველი დროზე მოიმკისო. 
ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო. 
ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო. 
ერთმა ტალახი ... მეტის წაკითხვა>>

კატეგორია: ანდაზები და აფორიზმები | ნანახია: 5734 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (10)

» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz