[ Add news entry ]
საიტი იყიდება!
5 ლარი! მსურველებმა მომწერეთ სკაიპში! jambera |
აქ არის გალაკტიონის რამოდენიმე კარგი ლექსი! ისევ ახალგაზრდობას ცხოვრების გზაზე მენავეს ტალღა სცემს ხმაონავარი. სულის სიმტკიცე აქ გვმართებს - აი, რა არის მთავარი. რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა ჭრილობა სხვადასხვაგვარი, უნდა მოშუშდეს, აი, რა, აი, რა არის მთავარი. მეცნიერება კი მზეა, ფუძეა, მტკიცე ჯავარი. შრომა, ცოდნა და სიმართლე გვწამდეს, ესაა მთავარი. თუ ადამიანს გეტყვიან - მასზე ძვირფასი რა არის, სახელი ადამიანის - აი, რა არის მთავარი. გეკაფოსთ - რაც უღრანია, აგევსოთ - რაც ხარვეზია. სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო - უმთავრესია. იდიდე, სამშობლოვ, იდიდე! ბუმბერაზ ზღვის კიდე, ცის კიდე, ომია, ღელვა თუ სიმშვიდე, იდიდე, იდიდე, იდიდე! იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე - წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე, დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე - იდიდე, იდიდე, იდიდე! მრავალ წელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე, იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე! ჩანგე ... მეტის წაკითხვა>> |
ეს არის ახალი წიგნი და ძალზედ საინტერესო! ავტორი: მარსიანი სათაური: დაბადება ჟანრი: ფანტასტიკური რეალობა გამომცემლობა: ატლასი გამოცემის წელი: 2007 მაღაზია: პარნასი და სხვა... თაბახი: ფასი: 4 ლარი მოკლე ანოტაცია: მომავლის ჩემი ხედვა. არ ვიცოდი,თუ ამ ფსევდონიმით უკვე იბეჭდებოდა სხვა.ამიერიდან გამოვქვეყნდებ� |
ესეც ლორთქიფანიძეს ნოველები! გული მოკვდა. დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები. მოკვდა უცხოეთში. - ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ. - ბატონებო, გული, გული, სადღაა? გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი ... მეტის წაკითხვა>> |
მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია! გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღეში საიტის ჯგუფი იწყებს ახალი სპორტული გაზეთის Sport+3 -ს დაფინანსებას! გთხოვთ შეიძინოთ ჟურნალი! დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ სკაიპში! jambera გმადლობთ ყურადღებისთვის! |
|
ავტორი: ინგმარ ბერგმანი სათაური: გულახდილი საუბრები ჟანრი: რომანი გამომცემლობა: არენა პრინტი გამოცემის წელი: 2008 მაღაზია: თბილისის წიგნის მაღაზიები თაბახი: ფასი: 6 ლარი მოკლე ანოტაცია: ცნობილი რეჟისორის რომანის პირველი თარგმანი შვედურიდან. ნატო კვარაცხელია |
ეს არის რამოდენიმე ხალხური ლექსი! წაიკითხეთ აუცილებლად მოგეწონებათ! ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს სამშობლო, თავის ერია, არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით ეხვიოს თავზე მტერია! არ გადიწყვიტოს იმედი, არ შეიცვალოს ფერია, თორემ დაგმობს და დასწყევლის მოძმე და მთელი ერია! კიდევაც დაიზრდებიან კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ბიჭებო, ხელი დაიდოთ ხმალზედა, თორემ ყორნები ძღებიან წინაპართ ნაომარზედა. ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი, ომშიაც კი ნახვენ ლხინსა, მტერსა მტრულად დახვდებიან, მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა. თამარ მეფე და ხონთქარი თამარ მეფე და ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშვა ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა, შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი მ ... მეტის წაკითხვა>> |
ოტია იოსელიანი ბებიებისა და შვილიშვილების ამბავი ვიარე და ვიარე. ცხრა მთა გადავიარე და ერთ ქალაქს მივადექი. პაპანაქება იდგა, პირდაპირ ტვინი ამიდუღდა. ქუჩებში მაინცდამაინც არავინ ჩანდა, ალბათ სიცხეს ემალებოდნენ. ერთი დიდი შენობის წინ, გზის გადმოღმა ტოტებგაჯაჯღულ ხეს შევაფარე თავი. გალია მაღლა შემოვდგი, მტვრიან ბალახზე ჩავჯექი და ხეს ზურგით მივეყრდენი. ვზივარ, ვისვენებ და თვალს ვალევნებ, რა ხალხია, რა უჭირთ და რა ულხინთ. ვიღაც ფაშფაშა ქალი ვეება კალათს მოათრევს. ვიღაც ჭარმაგი კაცი სახლების ჩრდილებს მიჰყვება, რომ მზემ დაალხოს. წეღან ქალაქის შემოსასვლელში წყალი დავლიე, რაღაცა ხმიადიც მქონდა, სული ჩავიბრუნე, მტრედებიც დავაპურე და ახლა გრილოში რომ ფეხი მოვირთხი, ჩამთვლიმა კიდეც, ქუჩის მოსახვევს იქით, ბიჭების კინკლაობის თუ ჩხუბის და ყიჟინის ხმა მომესმა. აქაური ბავშვები ნეტავ რაზე დაობენ-მეთქი - თვალები დავაჭყიტე. ჯერ კიდევ არავინ ჩანდა, მაგრამ ხინჩალაზე მივხვდი, ვიღაცა ვიღაცას საშველს არ აძლევს. ... მეტის წაკითხვა>> |
ეს არის რევაზ ინანიშვილის ძალზედ საინტერესო მოთხრობა!
ჩემი წარმომავლობა ჩვენი ძველი სახლი ივრის ხეობას გადაჰყურებს. წინ პატარა ბაღი გვაქვს, ხეხილნარი, მერე ფერდობია, ფერდობის ძირში წისქვილის არხი გადის, არხის იქით ჭალის ვენახებია, მერე - თვითონ ჭალა, მერე - რიყე და რიყეში - ცისფერი ყაჭივით წაღებული იორი. ფერდობში ახლა კომშები, ქლიავები, ალუბლები და პატარა კაკლები დგას, ადრე კი, ჩემს ბავშვობაში, თელები, მუხები, ხეშავები და ბებერი წნორები იდგა. წნორები არხის ნაპირას იყო გაყოლიებული, იმათი ტოტები მეორე ნაპირზე გადადიოდა. არხი დიდი იყო, წმინდა წყლით გალიცლიცებული, წყალი ტანად კაცს საცვლის უბემდე სწვდებოდა. ზაფხულობით, ცხელ დღეებში, ბანაობდნენ არამარტო ბავშვები, დიდებიც - კაცებიც და ქალებიც. ქალები საღამო ხანზე შებინდებულში, თანაც ტანსაცმლიანები, ხმაურით - წყლის დგაფუნით და შეკივლებებით. ბანაობის შემდეგ შემცოდეებივით სახემორიდებულნი გარბოდნენ თავთავი ... მეტის წაკითხვა>> |