პარასკევი, 2024-04-26, 0:19 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3422

მთავარი » მასალის არქივი

ესეც ლექსი ახალ წელზე! მალე ახალი წელი მოვა და რავი აბა დავდე მაინც ............
თოვლის პაპის ნათქვამი

ცეკვით, სიმღერით,
სიცილ-კისკისით
მომილოცია
ახალი წელი!
მომაქვს ციგები,
მომაქვს გუნდები,
მაჭახელების
ჭახან-ჭახანი!
მაღალი ნაძვის
მწვანედ ღაღანი,
მწვანე ნაძვივით
რწმენა მაღალი,
რომ ამ მიწაზე
აღარ იქნება
წყარო დამშრალი,
ნერგი გამხმარი.
გულს გაგვიხარებს
შრომის სიმღერა,
წარმატებები
ახალ-ახალი
და საქართველო
გახდება მალე
მართლაც ზღაპრული
მხარე ბაღნარი!


კატეგორია: სხვა. | ნანახია: 3803 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (0)


აკაკი წერეთელი

ანდერძი ჩემს შვილს

გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე,
რაც უნდა ჭირში ჩავარდე,
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინნავარდე!

ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდვე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.

მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!

აი, ეს არის ამქვეყნად
შვება და ბედნიერება
და უკვდავების მარადი,
უჭკნობი ბედნიერება!
1909

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 2484 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (1)


ეს არის თქმულება ფერეიფნელებზე!
მოუშუშებელი ჭრილობა

ქართველების ფერეიდანში გადასახლებიდან ოცდათვრამეტი წელი გავიდა. წამოიზარდნენ პატარა ფერეიდნელი ბიჭები... წამოიზარდნენ და ყველაზე გულადებმა საქართველოში გაპარვა გადაწყვიტეს. აპრილის ერთ ღამეს 164 რჩეული ვაჟკაცი დაადგა საქართველოს გზას. მხედრებს ერთი ბიჭიც აედევნა. არავინ იცის, საიდან გაიგო მათი საიდუმლო სამზადისი.

- ბალღო! გზა შორია და სახიფათო, დაგვეხსენ, გაგიჭირდებაო, - უთხრეს; ხან გაუჯავრდნენ, ხან დაუყვავეს, ეხვეწნენ, ეხაციცნენ. ვერ მოიშორეს.

- თორმეტისა ვარ, რაღა დროს ჩემი პატარობაა. არ წამიყვანთ და თვითონაც კარგად გავიგნებ გზასაო. - გაჯიუტდა პატარა იოთამი. გაჯიუტდა და თავისი გაიტანა. ცხენზეც რომ მარჯვე მხედარივით იჯდა?!

ღამით მიდიოდნენ, დღისით ტყეში იმალებოდნენ. - ემანდ ავთვალმა და მდევარმა არ შეგვნიშნოსო. - შორია გურჯისტანამდე? - კითხულობდა წარამარა იოთამი. ხან კი ყველაზე მაღალ ხეს კენწეროზე მოექცეოდა - ეგება საქართველო დავინახოო.

... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: სხვა. | ნანახია: 2097 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (0)


ავტორი: გვანცა ჯობავა 
სათაური: აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო 
ჟანრი: თარგმანი 
გამომცემლობა: ელფის გამომცემლობა 
გამოცემის წელი: 2008 
მაღაზია: თბილისის წიგნის მაღაზიები 
თაბახი: 
ფასი: 30 ლარი 
მოკლე ანოტაცია: ამერიკელი მოგზაურის, რობერტ რიპლის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მოგზაურობის ამსახ�

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 2518 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (2)


აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, 
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: ანდაზები და აფორიზმები | ნანახია: 11053 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (15)


ეს არის ქართული ანდაზები! 
ანდაზები
აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. 
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. 
აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო. 
ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო. 
ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო. 
ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო. 
ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო. 
ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს. 
არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო. 
გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო. 
გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო. 
გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო. 
დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო. 
დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო. 
დროზე მთესველი დროზე მოიმკისო. 
ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო. 
ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო. 
ერთმა ტალახი ... მეტის წაკითხვა>>

კატეგორია: ანდაზები და აფორიზმები | ნანახია: 5737 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-06 | კომენტარი (10)


ესეც ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია!

ვაჟა-ფშაველა

(1861-1915)

ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ა ... მეტის წაკითხვა>>

კატეგორია: ვაჟა-ფშაველა | ნანახია: 26475 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-05 | კომენტარი (42)


ესეც კიდევ ერთი ბიოგრაფია! ჩემი საყვარელი პოეტის ბიოგრაფიაა! ნიკოლოზ ბარათაშვილის!
ნიკოლოზ ბარათაშვილი 
(1817-1845)



ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ ატისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.

1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: ნიკოლოზ ბარათაშვილი | ნანახია: 9775 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (28)


დღეს ბიოგრაფიების დღეა და აი გალაკტიონის ბიოგრაფია!
გალაკტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში. 

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები. 

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან. 

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივ ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | ნანახია: 27378 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (72)


ესეც იაკობ გოგებაშვილის გეოგრაფია!
იაკობ გოგებაშვილი



„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. მას ძალიან უყვარდა ღმერთი და ერთგულად ემსახურებოდა მას. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვ ... მეტის წაკითხვა>>
კატეგორია: იაკობ გოგებაშვილი | ნანახია: 5766 | დაამატა: geo-lit | თარიღი: 2008-12-04 | კომენტარი (8)

« 1 2 3 4 5 »
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz