ეს ლადო ასათიანის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია! წაკითხვა შეგიძლიათ აქვე! :*
ლადო ასათიანი
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?
რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!
1940 წ.