ხუთშაბათი, 2024-04-25, 3:39 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» საიტის მენიუ

» სიახლეების განყოფილება
ილია ჭავჭავაძე [3]
იაკობ გოგებაშვილი [3]
ლადო ასათიანი [4]
აკაკი წერეთელი [4]
ნიკოლოზ ბარათაშვილი [3]
სხვა. [10]
ახალგაზრდების ნაშრომები. [2]
გალაკტიონ ტაბიძე [4]
ვაჟა-ფშაველა [3]
წიგნები [4]
ანდაზები და აფორიზმები [2]

» მინი-ჩათი

» ჩვენი გამოკითხვა
რაები დავდო უმეტესად?
სულ პასუხი: 3422

მთავარი » 2008 » ნოემბერი » 8 » ახალი ლიტერატურული საიტი
ახალი ლიტერატურული საიტი
6:36 PM
მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია
   
 მოგესალმებით,ჩვენი ლიტერატურული ვებ-გვერდი წარმოადგენს სერვერს, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ თავიანთი სალიტერატურო ნაშრომი.საიტის ადმინისტრაცია აყენებს შემდეგ პირობებს......
 
       1. საიტზე დაუშვებელია ბილწსიტყვაობა.
       2. ადმინის მოთხოვნა მხოლოდ შესაძლებელია მაშინ როცა საიტზე შეცდომაა გაპარული.
       3. ვინც კომენტარებში უცენზურო სიტყვებით მიმართავს ნაშრომის ავტორს მის იპზე დაიდება ბანი!
 
                             მადლობთ ყურადღებისთვის!
        მთავარი ადმინის სკაიპია: jambera

ნანახია: 3885 | დაამატა: geo-lit | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარი: 111 2 »
11 tako423  
0
მითამაშია სარკის წინ პანტომიმა,
დამიდგამს ანტრე,
ღამემ უძილომ, რა არ მაპოვნინა,
მოვგავდი მხატვრებს.
მითამაშია ძილის წინ სიზმარი,
ეშვება ფარდა,
მითამაშია ეშმაკის მანქანით,
თხემამდე მჭამდა.
მე ათასნაირ ნიღაბს ვირგებდი,
სიფხიზლის, თრობის,
მითამაშია მე თვითმკვლელიც,
დრამები ტრფობის.
მე კაპიტნობაც მითამაშია,
დაღუპულ გემის,
ის რაც ვერაფრით ვერ ვითამაშე,
თავია ჩემი.

misho dadiani

10 tako423  
0
@@@
მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ ერთ ლექსს მივუძღვნი მთვარეს.

ნეტავ შემეძლოს ღრუბლებზე წოლა,
წამით დავტოვო წყეული ფიქრი,
პრინცესავ თუ არ მომყვები ცოლად,
მაგ თეთრი რაშით საითკენ მიქრი.

ან კი შემეძლოს ვარსკვლავთა დათვლა,
ვფიცავ არ ვკადრო ცოდვილმა რამე,
სიბნელე ჩემი რითმით რომ დათვრა,
უბრალოდ სტროფი ვაჩუქე ღამეს.

უკვე გავიდა წუთი სამოცი,
ვარსკვლავებთან რომ ვასრულებ ცეკვას,
უჩინმაჩინის მქონდეს სამოსი,
არ დაგიწყებდი ძვირფასო ხვეწნას.

მოვიპარავდი ღრუბლის სინაზეს,
ლექსს წაგიკითხავ სიჩუმის ხმაზე,
და რომ არ შევრცხვე ვარსკვლავთ წინაშე,
რითმით ვიწვიმებ უკანა გზაზე.

უსასრულობას ვითხოვებ ცისგან,
იმ გასაღებს კი შენს გულს რომ აღებს,
ისევ ვერ შევწვდი ძვირფასო რადგან,
თითქოს სულ ახლო ჰკიდია მზისგან.

მე რომ შემეძლოს ცაში აფრენა,
ცხადის სიზმარით დავტოვებ არეს,
არ ჩამითვალოთ ესეც გაფრენად,
უბრალოდ შენზე ვუმღერებ მთვარეს.

misho dadiani

9 tako423  
0
საჭეს ვუზივარ საკუთარი თავის და ვხედავ,
გარდასულ სისხლთა ნისლი მოსავს დარჩენილ სავალს,
მახსოვს ბავშვობა შავ–თეთრი და სიცივე დღე–ღამ,
ვითარცა უხმო მომღერალი მდუმარედ დავალ.

მე მახსოვს ტაძრის განთიადი, ტკივილი ყველა,
მახსოვს შიმშილის მოტყუება, თითები ცივი,
ახლა კარივით შემოაღო თვალები დედამ,
რომელმაც ღმერთი ჩაიტია გულში და ტირის.

დედის მარჯვენა, მარცხენა და ჩემი ძმის ხელი,
ასე დავყავდით, ხელჩაკიდულ დავყავდით მაშინ,
ახლა კი ვიქეც საკუთარი სიბნელის მცველი,
ვინც თვითმკვლელობას გამოიწვევს დუელში ღამით.

მივდივარ, თუმცა საკუთარი ჩრდილივით დამდევს,
თვალები დედის, შიმშილი და გარდაცვლა ხანის,
დღეს კი საღამო დამიდგება სიკვდილის თავდებს,
ხვალ კი სიცოცხლით ამევსება თუმცაღა ტანი.

ასეა სულ და ვეღარ გატყდა ვერცერთი ნავსი,
მინდა გარღვევა, ნისლის გარღვევა ვიდრე და სანამ,
წყდება წითელი ნაკვალები სისხლის და ქარში,
მივდივარ, ერთსაც მოვიხედავ და ისე წავალ.

misho dadiani

8 tako423  
0
არ გეკადრებათ ქალბატონო ასეთი მზერა,
თქვენ უნდა უფრო ალუბლების ჰგავდეთ არომატს,
და ვინაიდან სპორადული ფიქრები გეცვათ,
შერი–ბრენდიდან ლურჯ კაბაზე წითლად გაკოცათ

წვეთმა. და უფრო ჩაიტიეთ ბარი სირცხვილში,
ვიდრე ღიმილი–გაისროლეთ ბრმა ტყვიასავით,
თუმცაღა ასე მარტოდ–მარტო ზიხართ ვინ იცის,
არ იმჩნევთ ცრემლებს, გულს გაწვებათ ის ნიაღვარი.

ზიხართ და უკვე მერამდენედ აბეზარ ვაჟებს,
თავაუწევლად გაისტუმრებთ ცივი უარით,
მომიგდეთ მზერა, უხალისოდ მიყადრებთ წამებს,
ფიქრით, რომ ერთი აბეზარი მეც ვარ სტუმარი.

არა თქვენ ცდებით ქალბატონო, შეცვალეთ მზერა,
ელეგანტური ისტერიით რომ იკლავთ ფილტვებს,
მოგეხსენებათ ის თუ რა სურთ აბეზრებს თქვენგან,
მე მაპატიეთ, მინდოდა მხოლოდ 110 სიტყვა.

არ გეკადრებათ ქალბატონო ასეთი მზერა,
თქვენ უნდა უფრო ალუბლების ჰგავდეთ არომატს,
და ვინაიდან სპორადული ფიქრები გეცვათ,
შერი–ბრენდიდან ალუბალმა წითლად გაკოცათ.

სპორადული–გაფანტული
შერი–ბრენდი–ალუბლის ქოქტეილი.

მიშო დადიანი

7 tako423  
0
ღამე–თვალებივით გავახილე,
სარკე, მიმოდრამა, ილუზია,
ზეცას დრაჟე მთვარე ჰორიზონტზე,
დაჭრილ ეფენდივით მიუგდია.

ახლა მე და შენ და ერმიტაჟი
სადმე, სიყვარული–აქსიომა,
გრძნობა ეროსული დუბლირება,
თუნდაც დანარჩენი აფიორა.

შენ კი ისე წახვალ ლურჯი გზიდან
როგორც ზამთრის ბოლო ქრიზანთემა
ღამე პირველ ზეცას გაიხდის და
ხვდები განშორება იბადება.

თმები მთვარის სუნთქვამ აგიჩეჩა,
მასაც პირს არ უხსნის გაღიმება,
ისევ მიდიხარ და აიჩემე,
თეთრი უთქმელობა.გაციება

მტანჯავს უშენობის არომატით,
ახლა მიზნამდეა ისტერია,
წარსულს მოგონება გამოვართვი,
ლექსიც სხვათაშორის მიზეზია.

დამრჩა აივანი, კადენცია,
ტანჯვის ცოტაოდენ წამები,
ხუთ სართულიანი დისტანცია,
კარგად იყავით და წავედი.

სარკე, მიდოდრამა, ილუზია.

misho dadiani

6 tako423  
0
ოთახი არეული, უზრო თვალები,
კედლების სიჩუმე და ძველი სიმღერა,
ასეთი უბედო რომელ ცას გავები,
ახლა სულ სხვაგვარი სიჩუმე მჭირდება.

გადაყრილ ოცნებას წარსული აკენკავს,
ჭკუაზე არასდროს ნერვები დადიან,
შენ მოხვალ მარტო და დარჩები ორსული,
და ერთად დავუცდით პატარა დადიანს.

ეს მაშინ, როდესაც იდგება ზამთარი,
ცა უფრო თეთრი ცრემლით იტირებს,
მოხვალ და თოვლიან სახეზე ლამაზი,
ციცქნა ნახევარ მთვარე გა მიღიმებს.

ანუ ტუჩები. თუმცა კი ნამამდე,
ტყუილი ხმოვანი, პლანეტა გალია,
კედელი რომელიც სიჩუმეს ქაჩავს და
კედელი რომელიც სულ მართალია.

misho dadiani

5 tako423  
0
ფანჯრის მინაზე კვდებოდა ღამე,
ფანტავდა ირგვლივ მომაკვდავ სხეულს,
უკანასკნელად ითვლიდა წამებს,
და ბოლო გვერდზე ავსებდა რვეულს.

თვალით დამქონდა სანახაობა,
ბოლო სტრიქონებს მპარავდა მთვარე,
ვხედავდი როგორ ჩემი სახლის წინ,
მომაკვდავივით ესვენა ღამე.

თვალის გველებმა შემოსეს ზეცა,
მზე უძებნიდა ნათელს სათავეს,
ციდან პირველი კულული მეცა,
და ბოლო გვერდზე ღამე დავმარხე.

მიშო დადიანი

4 tako423  
0
მორცხვი გოგოსავით დადგა გამთენია,
მზემ რომ კულულები გზამდე ჩამოშალა,
გულში რაც კი მქონდა ყველა დამელია
სევდა, ჰო და ახლა ისევ გამოსავალს

ვეძებ. იყურები შავთეთრ სურათიდან,,
ლურჯი თვალები რომ შავად შეგიღება,
მზის კულულებს შორის ვდგავარ შუაში და
შენს თვალებზე წერით ალბათ შებინდდება.

მზემ კი მერამდენედ უკვე სხივით დამჭრა,
კივის სექტემბერი შეშლილ პოეტივით,
შენთან მაპატიე ჩემი გული დამრჩა,
ცოტა სიგიჟით და გრძნობით მოფენილი.

მიყვარს ის სიშორე, ის რაც შენამდეა,
დაღლილ ნაბიჯებით სავალს რომ ვამოკლებ,
მე ის გზებიც მიყვარს,მიყვარს მისი გავლა,
და ის გაღიმება თუნდაც სულ ხან მოკლე.

avtori:misho dadiani

3 tako423  
0
წერილი ინგლისელ ქალს(რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია)

რა უსაშველოდ ჩამოთოვა ჩვენთან მარგარეტ,
ლოლოებივით გამეყინა ახლა სხეული,
ეს უძილობის აჩრდილებიც ისე მაბრაზებს...
და იბადება მორიგი ტანჯვა ღამისეული.

თქვენ გახვალთ გარეთ, მოუხდებით ლონდონურ წვიმას,
კოხტა ნაბიჯით გაუყვებით ინგლისურ ქუჩებს,
იცით, აქ ჩვენთან გაზაფხულს, რომ არასდროს ძინავს,
უბრალოდ ზამთრის თავხედობას ღიმილით უმზერს.

მორიგ სიგარეტს მოუკიდებთ, აწვალებთ ასანთს,
გააბოლებთ და მოფრინდება ფიქრი თბილისზე,
ლონდონის წვიმა დაგიხატავთ თბილისის ანძას,
იცით, მარგარეტ, ვინც ეს ნახა ვეღარ ივიწყებს.

მთვარეა, ახლა ისე ახლოს, ხელსაც შეახებ,
და მის გარშემო კეკლუცობენ თეთრი ფიფქები,
მე გწერთ მარგარეტ, თუმცა არ მაქვს იმის იმედი,
რომ თქვენ ოდესმე შეიტყობდეთ ამის შესახებ.

avtori: misho dadiani

2 tako423  
0
ახლა მთვარე არის როგორც გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
ეს ღიმილი არის ჩემი ბალიში და
მწოლიარე ზეცა თითქოს საბანია.

მე კი სულ არ მინდა ახლა მწუხარება,
სიმპატიკური და ჩუმი კაეშანი,
უფრო ყოფნა მინდა ალბათ უდარდელად,
უფრო მზესთან მინდა ღამით პაემანი.

თუმცა არ მშორდება ფეა მინორული,
თითქოს ჩემში უნდა ღამე გაათიოს,
რა დროს თენებაა მხოლოდ ოთხი არი,
ზეცის საბნობა კი ღმერთმა მაპატიოს.

ცაზე რა ხანია არის გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
შენთან ყოფნა მინდა ახლა ძალიან და
მთვარის გაღიმება მხოლოდ საბაბია.

avtori:misho dadiani

1-10 11-11
სახელი *:
Email *:
კოდი *:
» შესვლის ფორმა

» სიახლეების კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

» ძებნა

» საიტის მეგობრები

» სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
Guests: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2006
Website builder - uCoz